ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატების ფასებზე ზედა ზღვარი დაწესდება

ამბები
ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატების ფასებზე ზედა ზღვარი დაწესდება
ამბები

ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატების ფასებზე ზედა ზღვარი დაწესდება

4 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/7mfjBEzVR.webp

ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატების ფასებზე ზედა ზღვარი დაწესდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა განუცხადა, რეფერენტული ფასების პროგრამის მეთოდოლოგიაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პროცესი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

მისივე განმარტებით, ნებისმიერი კომპანია, რომელიც კონკრეტული გენერიკის გაყიდვას გადაწყვეტს, ვალდებული იქნება, დადგენილ ტარიფზე მაღალი ფასი არ დააწესოს.

„რეფერენტული ფასების პროგრამის მეთოდოლოგიაზე მიმდინარეობს მუშაობა. ვფიქრობთ, ამ თვის ბოლოს დავასრულებთ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით. შემდეგ უკვე ტექნიკურ სამუშაოებზე გადავალთ. ვფიქრობთ, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან გარკვეულ მედიკამენტზე ძალაში შევა რეფერენტული ფასები. პირველ ეტაპზე ფასების ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება.

რეფერენტული ფასების პოლიტიკა საერთო ჯამში, ნიშნავს მაქსიმალური ფასის დაწესებას გარკვეულ გენერიკებზე, ანუ მედიკამენტების ყველა ჩამონათვალზე, რომელიც ამ აქტიურ ნივთიერებას განეკუთვნება. შესაბამისად, ნებისმიერი კომპანია, აფთიაქი, თუ დისტრიბუტორი ვალდებული იქნება გარკვეულ ფასზე მაღალი თანხა არ დააწესოს იმ მედიკამენტებზე, რომელიც ამ რეგულაციის ფარგლებში მოექცევა“, - აღნიშნავს ღუდუშაური.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო