კულტურის მინისტრის განცხადებით, უწყებას კულტურის კოდექსის შემუშავების გეგმა აქვს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
კულტურის მინისტრის განცხადებით, უწყებას კულტურის კოდექსის შემუშავების გეგმა აქვს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

კულტურის მინისტრის განცხადებით, უწყებას კულტურის კოდექსის შემუშავების გეგმა აქვს

22 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/bCwtQL7Vg.webp

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, უწყებას კულტურის კოდექსის შემუშავების გეგმა აქვს.

როგორც მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ეს არის თეატრების საკანონმდებლო რეფორმა.

„იცით, რომ კულტურის კოდექსის შემუშავების გეგმა გვაქვს. ეს არის ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ფუნდამენტური აქტი, რომელსაც საქართველოს ეს მოწვევის პარლამენტი თავისი მანდატის ამოწურვამდე დაამტკიცებს. მუშაობის მეთოდი არის შემდეგნაირი - ჩვენ ვამუშავებთ ამ კოდექსის თავებს, ამ კოდექსის 2 თავი პრაქტიკულად არის მზად. პირველ რიგში ეს გახლავთ თეატრების საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც გულისხმობს დღევანდელი კანონის რეფორმას, რომლის სახელწოდებაა „პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონი“. დაწყებული სახელიდან, რომელიც შეიცვლება და შესაბამისად, კოდექსის თავი იქნება არა თავი პროფესიული თეატრების შესახებ, არამედ კოდექსის თავი თეატრების შესახებ გაგრძელებული ფუნდამენტური ცვლილებებით. კანონში გაჩნდება თეატრების ტიპების ჩამონათვალი: ოპერისა და ბალეტის, დრამატული, არავერბალური, მცირე ფორმების, მუსიკალური და სინთეზური. შედეგად, გამარტივდება გარკვეული რეგულაციების ერთი და იმავე ტიპის თეატრებისთვის მიბმა და დაკავშირება. დადგინდება თეატრების კატეგორიები: სახელმწიფო, ეროვნული და ასეთი ამჟამად გვაქვს ერთი, ეს გახლავთ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თეატრები კატეგორიებად იყოს დაყოფილი.

„არის რამდენიმე თეატრი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც სჯობს დარჩეს კერძოდ და სამინისტრომ ხელი შეუწყოს იმიტომ, რომ ასე უფრო ვითარდება, ვიდრე გახდეს სახელმწიფო და დაემსგავსოს სამინისტროს უფრო მეტად, ვიდრე თეატრს. ამიტომ, კატეგორიზაცია მნიშვნელოვანია“, - განაცხადა წულუკიანმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო