კულტურის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
კულტურის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა
ამბებიწყარო: imedinews.ge

კულტურის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა

27 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/Slt-wJW4g.jpeg

კულტურის სამინისტროში ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე კვირიკეწმინდის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში ისტორიული ძეგლის, კვირიკეწმინდის ტაძრისა და მისი, მე-10 საუკუნით დათარიღებული კედლის მხატვრობის ხანძრის შედეგად სრულად განადგურების შესახებ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სინამდვილეში, მოცემული ძეგლი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლების დამსახურებაა.

„შესაბამისად, ამ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადოებისთვის კი განვმარტავთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ადგილზე იმყოფება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე სწავლობს ვითარებას და ახორციელებს მონიტორინგს. ძეგლის შიგნით და მის გარშემო არ შეცვლილა ხანძრამდე არსებული მდგომარეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის ცეცხლის კერები; დროდადრო აღინიშნება მხოლოდ დაკვამლიანება.

გვსურს, მოვუწოდოთ მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ბორჯომის ხეობაში სახელმწიფო უწყებები ატარებენ ყველა შესაბამის ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სტიქიით მიყენებული ზიანი და თავიდან იქნეს აცილებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუ სტრატეგიული ობიექტების დაზიანება“, - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო