კულტურის სამინისტრო ქართველ ქორეოგრაფს დიდ საერთაშორისო გამარჯვებას ულოცავს
18 სექტემბერი, 2022

ანსამბლ ,,რუსთავის" მოცეკვავემ, ქორეოგრაფმა და დუბლიორმა ლაშა მძინარაშვილმა მსოფლიო კასკადიორთა ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ დაჯილდოების ცერემონიალზე - Taurus World Stunt Awards-ზე გაიმარჯვა, ნომინაციაში ,,საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორია". ლაშა მძინარაშვილი არის პირველი ქართველი ქორეოგრაფი და მოცეკვავე, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მილოცვის ტექსტს ავრცელებს.
"ლაშა მძინარაშვილმა რეჟისორ მეთიუ ვონის ფილმში The King's Man მთავარი საბრძოლო სცენა დადგა და ქართული ცეკვის ელემენტები ჰოლივუდში წარადგინა. გამორჩეული ქორეოგრაფიით კი ჟიურის, მსოფლიო კინო ინდუსტრიის პროფესიონალების და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ლაშა მძინარაშვილს ამ გამარჯვებასა და აღიარებას, წარმატებას და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას უსურვებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.