erimedia_ravk/EJdGp0kIg.jpeg

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ გაიხსნა

ამბები
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ გაიხსნა
ამბები

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ გაიხსნა

erimedia_ravk/EJdGp0kIg.jpeg
3 სექ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით 1 სექტემბერს ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ფესტივალის ორგანიზატორები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"ფესტივალის გახსნის ღონისძიება ნიქოზის საკათედრო ტაძრის ეზოში გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს წმიდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა. ეპისკოპოსის რეზიდენციაში ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები წარმოადგინეს: წეროვანის დევნილთა დასახლების მოსწავლეთა ანსამბლმა „მომავალმა თაობამ“, ნიქოზის ხელოვნების სკოლასთან არსებულმა ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მ. დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეებმა (ნიქოზის ხელოვნების სკოლის ყოფილი მოსწავლეები). გაიმართა დოკუმენტური ფილმის - „ნიქოზი 2008...“-ის ჩვენება, რომლის ავტორია მიტროპოლიტი ისაია. ფილმი ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის ცხოვრებას ასახავს.

ღონისძიებაზე ასევე წარმოადგინეს 2008 წლის ომის ამსახველი ფოტოგამოფენა. რეზიდენციის საგამოფენო დარბაზში სტუმრებმა დაათვალიერეს რეჟისორის, მხატვრისა და სცენარისტის, დათო სიხარულიძის, ნახატები.

ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალ „ნიქოზს“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში მდებარე ეპისკოპოსის რეზიდენცია 1-7 სექტემბერს უმასპინძლებს. ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ამერიკელი მეგობრებისა და საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. მრავალფეროვანი და საინტერესო საფესტივალო პროგრამა მოიცავს დამწყები და გამოცდილი რეჟისორების ანიმაციური ნამუშევრების ჩვენებას, მუსიკალურ მინიატურებს, მასტერკლასებსა და ფოტოგამოფენებს.

წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 23 ქვეყნის, მათ შორის - საფრანგეთის, პორტუგალიის, იაპონიის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი 100 რეჟისორის 125 ფილმი.

ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ნიქოზი“ 2011 წელს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას, ინიციატივით დაარსდა. მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ანიმატორები. ფესტივალის ფარგლებში სისტემატურად იმართება მასტერკლასები ქართველი ანიმატორებისთვის.

ფესტივალის მიზანია საქართველოს ერთ-ერთ ურთულეს და პოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონში, ლიახვის ხეობის სოფელ ნიქოზში, ხელოვნების სკოლის აღსაზრდელთა და სხვა რეგიონების ახალგაზრდა ანიმატორთა პროფესიული ზრდა, საქართველოში ანიმაციის განვითარება და რეგიონის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება", - ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო