კულტურის სფეროში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი გიდების სასწავლო კურსი წარმატებით დასრულდა

ამბები
კულტურის სფეროში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი გიდების სასწავლო კურსი წარმატებით დასრულდა
ამბები

კულტურის სფეროში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი გიდების სასწავლო კურსი წარმატებით დასრულდა

3 ოქტ

erimedia_ravk/gMQItbVVg.jpeg

კულტურის სფეროში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი გიდებისთვის, 2021 წელს, ოთხთვიანი გადასამზადებელი სასწავლო კურსი კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით შემუშავდა. 2022 წელს, ტრენინგები 2021 წელს შემუშავებული მოდულის მიხედვით წარიმართა და წარმატებით დასრულდა. სასწავლო კურსის საზეიმო დახურვის ღონისძიება, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიმართა.

კულტურის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი (2021-2022 წწ.) 92 500 ლარია.

მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავებულ თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო მასალას. სასწავლო პროგრამა აერთიანებს პრაქტიკული სახელმძღვანელო უნარებისა და კომუნიკაციის ტექნიკის ყველა ძირითად ელემენტს: პერსონალურ სასწავლო მიდგომებს, კრიტიკული აზროვნების სტრატეგიულ გამოყენებას, თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებსა და მოქნილ და ინოვაციურ სწავლების მეთოდებს. კურსის მიმდინარეობისას ჩატარდა პრაქტიკული სასწავლო ექსპედიციები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ტრენინგის მონაწილე მოქმედმა გიდებმა და გიდობის მსურველებმა მოინახულეს საქართველოს მუზეუმები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ღვინის მარნები და კიდევ არაერთი, ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილი, რომლებიც ტურისტებისთვის საინტერესოა. მათ მიიღეს შესაბამისი ცოდნა იმისათვის, რომ კომპეტენტური მომსახურება გაუწიონ ტურისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ტრენინგებზე რეგისტრაცია 2022 წლის 25 მარტიდან 4 აპრილამდე მიმდინარეობდა. რეგისტრაცია 500-ზე მეტმა პირმა გაიარა და მათგან 150 კანდიდატი შეირჩა. სასწავლო კურსის მონაწილეთა შორის იყო საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის 50-მდე თანამშრომელი. რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები, მათივე თხოვნით, კურსს საკომუნიკაციო პლატფორმა „ზუმის“ საშუალებით ესწრებოდნენ. პროგრამის შესწავლის შემდეგ 17 კანდიდატს მიენიჭა უმაღლესი კვალიფიკაციის გიდის, 133-ს კი - გიდის ასისტენტის სტატუსი.

შეგახსენებთ, 2021 წელს კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი - „ტურისტული გიდებისთვის კულტურის სფეროში სპეციალური ტრენინგ-მოდულის შემუშავება“. კონკურსის მიზანი იყო პროფესიული სტანდარტის სასწავლო ჩარჩო-დოკუმენტის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს კულტურის სფეროში მომუშავე გიდების კვალიფიკაციის ამაღლებასა და კულტურული ტურიზმის მიმართულებით დასაქმებულთათვის ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.

კონკურსში მონაწილეობისთვის კულტურის სამინისტროს სამმა განმცხადებელმა მიმართა. გაიმარჯვა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტით - „მასპინძლობის კულტურა“, რომელიც სამინისტრომ 32 500 ლარით დააფინანსა. ამ პროექტის ფარგლებში შემუშავდა ინოვაციური ტრენინგ-მოდული და შეიქმნა სასწავლო ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც გახდა სახელმძღვანელო საქართველოში მომუშავე გიდებისათვის. დოკუმენტი შეადგინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებელთა და თანამშრომელთა 12-კაციანმა ჯგუფმა (პროექტის ხელმძღვანელი - უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის უფროსი კახაბერ ჭეიშვილი, პროექტის კოორდინატორი - უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი სალომე ჭანტურიძე) და ოთხი თვის განმავლობაში ამ ინოვაციურ ტრენინგ-მოდულსაც სწორედ ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უძღვებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

erimedia_ravk/zjMNtb4Vg.jpeg
erimedia_ravk/xZ3HtxV4R.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო