ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air-მა ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air-მა ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air-მა ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა

1 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/duSmloz4g.jpeg

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტალინის მიმართულებით პანდემიის შემდეგ პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. ქუთაისიდან ესტონეთის დედაქალაქში 152 მგზავრი გაფრინდა. ესტონეთის დედაქალაქში პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან პირველი აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით ხოლო, პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან თავდაპირველად, კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებასთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, ქუთაისის ვიცე-მერი ირაკლი ქარქაშაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტატო ლილუაშვილი, DMO IMERETI-ს ხელმძღვანელი მარიამ დევიძე და Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ჟაჟა ტრუბეკი .

თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

„დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე Wizz Air-მა მეორე საჰაერო ხომალდი დააბრუნა. რაც საშუალებას აძლევს კომპანიას გაზარდოს უკვე არსებულ რეისებზე სიხშირეები და ასევე, დაამატოს ახალი მიმართულებები. მგზავრთნაკადის მატებასთან ერთად საჭირო იქნება აეროპორტში მეტი ხალხის დასაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ავიაკომპანიისთვის, ისე აეროპორტისთვის. რაც ასევე მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად იმერეთის რეგიონისთვის“, – განაცხადა თამარ არჩუაძე.

ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.

2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255,310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო