ქუთაისში ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა
ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
პაციენტი სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა. მან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც, სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია.
როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა. მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა. კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამო, შესაძლოა, ანალიზში არ გამოვლენილიყო.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო