ქუთაისში მედიაცენტრი გაქურდეს - პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა

ქუთაისში მედიაცენტრის ქურდობის ფაქტი გახსნილია. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დაკავებულია დანაშაულის ჩამდენი პირი და ნივთმტკიცებად სრულად ამოღებულია ნაქურდალი ტექნიკა.
ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრი დღეს დილით გაქურდეს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით ჩანს, რომ დამნაშავე შენობაში ფანჯრიდან შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია „მთავარი არხის" იმერეთის კორესპონდენტის ლეპტოპი და “ტვ პირველის" კუთვნილი კამერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო