კვარიათში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა აჭარაში გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი, რომელიც წარმოშობით ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინედან იყო, ბათუმში დასასვენებლად იყო ჩასული - იგი ზღვაში შევიდა, მაგრამ ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველები, თუმცა მათ ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.