erimedia_ravk/rh_f6U4Vg.png

ქვეყანა ზამთრის სეზონისთვის ემზადება - გაძვირდება თუ არა ბუნებრივი აირი

ამბები
ქვეყანა ზამთრის სეზონისთვის ემზადება - გაძვირდება თუ არა ბუნებრივი აირი
ამბები

ქვეყანა ზამთრის სეზონისთვის ემზადება - გაძვირდება თუ არა ბუნებრივი აირი

erimedia_ravk/rh_f6U4Vg.png
6 ოქტ

საქართველო ზამთრის სეზონს ენერგეტიკულად მზად ხვდება, როგორც ელექტროენერგიით, ასევე ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ნაწილში, განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის. მისი განცხადებით, ქვეყანას აზერბაიჯანთან აქვს გრძელვადიანი შეთანხმება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაზე, მიწოდების ფასები კი უცვლელი იქნება.

„ბუნებრივი გაზის სექტორში გვიწევს მიმდინარე წლის დეკემბერში ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა, არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაიმე სახის ზრდას ბუნებრივ აირზეც არ ველოდებით“, - აღნიშნა ნარმანიამ.

ნარმანიამ განმარტა, რომ საქართველო ბუნებრივი აირის უზრუნველყოფის ნაწილში თითქმის 90 პროცენტით აზერბაიჯანზეა დამოკიდებული და, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების მიმართულებით ქვეყანას საფრთხე არ ემუქრება.

„იმპორტიორ ქვეყნად კვლავ აზერბაიჯანი რჩება. იმპორტი რუსეთიდან არ ხორციელდება, რადგან არ გვჭირდება. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მცირე მოცულობით ხდება შემოტანა, ისიც სისტემის დაბალანსებისთვის, ანუ ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე. თუმცა 90%-ზე მეტი ყოველწლიურად კვლავაც აზერბაიჯანიდან შემოდის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარე ასევე ელექტროენერგეტიკის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ენგურჰესის რეაბილიტაციის შედეგად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში წელს ელექტროენერგიის გამომუშავება თითქმის 10%-ით გაიზარდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო