erimedia_ravk/lK9tKnVIg.jpeg

კვლევის თანახმად, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტი გაზარდა

ამბები
კვლევის თანახმად, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტი გაზარდა
ამბები

კვლევის თანახმად, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტი გაზარდა

erimedia_ravk/lK9tKnVIg.jpeg
31 ოქტ

ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტი გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EUObserver-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ენერგეტიკის ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტის (IEEFA) მონაცემები აჩვენებს, რომ 2023 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში ევროპამ რუსული გათხევადებული აირის იმავე რაოდენობის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. თუმცა ზოგიერთმა ქვეყანამ იმპორტი გაზარდა. კერძოდ, კვლევის თანახმად, ესპანეთმა და ბელგიამ აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან თხევადი აირის იმპორტი გააორმაგა, საფრანგეთმა კი – 40%-ით გაზარდა.

ინსტიტუტის მონაცემებით, ამ პერიოდში ესპანეთის მიერ შეძენილი გათხევადებული აირის 27% რუსეთიდან არის იმპორტირებული, ბელგიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 37%-ს შეადგენს, საფრანგეთის კი – 15%-ს.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება განიზრახა.

2022 წლიდან აშშ-დან ევროკავშირში გათხევადებული აირის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და ბოლო მონაცემებით, ბლოკის აღნიშნული საწვავით მომარაგების 46% სწორედ აშშ-ზე მოდის. გათხევადებული აირის მიმწოდებლებს შორის მეორე ადგილს კი რუსეთი იკავებს, რომელიც მთელ ევროკავშირში გათხევადებული აირის მიწოდების 12%-ს უზრუნველყოფს. ენერგეტიკის ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტის მონაცემებით, 2023 წელს ევროკავშირმა რუსული გათხევადებული აირის იმპორტისთვის 5,5 მილიარდი ევრო გადაიხადა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო