„ლა რეპუბლიკა“ - ნატო-ს დაზვერვა მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთი სავარაუდოდ წყალქვეშა აპარატ „პოსეიდონის“ გამოსაცდელად ემზადება, რომელსაც ბირთვული ცუნამის გამოწვევა შეუძლია

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„ლა რეპუბლიკა“ - ნატო-ს დაზვერვა მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთი სავარაუდოდ წყალქვეშა აპარატ „პოსეიდონის“ გამოსაცდელად ემზადება, რომელსაც ბირთვული ცუნამის გამოწვევა შეუძლია
ამბებიწყარო: 1tv.ge

„ლა რეპუბლიკა“ - ნატო-ს დაზვერვა მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთი სავარაუდოდ წყალქვეშა აპარატ „პოსეიდონის“ გამოსაცდელად ემზადება, რომელსაც ბირთვული ცუნამის გამოწვევა შეუძლია

3 ოქტ

erimedia_ravk/UjONj1VVR.jpeg

„ლა რეპუბლიკას“ ცნობით, ნატო-ს დაზვერვა მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთი სავარაუდოდ უპილოტო წყალქვეშა აპარატ „პოსეიდონის“ გამოსაცდელად ემზადება.

როგორც იტალიური გამოცემა წერს, რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი“ თეთრ ზღვაში მდებარე ბაზიდან უკვე გავიდა და სავარაუდოდ, კარის ზღვისკენ მიემართება, სადაც ბირთვულ ცდას ჩაატარებს.

„ლა რეპუბლიკას ცნობით, „პოსეიდონი“ გასაიდუმლოებული იარაღია, რომელსაც, გავრცელებული ცნობით, შეუძლია წყალქვეშ დიდი მანძილი გაიაროს და აფეთქების შემდეგ ბირთვული ცუნამი გამოიწვიოს, რასაც ქალაქების დატბორვა შეუძლია. საუბარია 24-მეტრიან აპარატზე, რომელიც ბირთვული ქობინით არის აღჭურვილი, რომელის სიმძლავრეც, დიდი ალბათობით, ორი მეგატონაა.

„ძალიან ცოტას სჯერა, რომ „პოსეიდონი“ უკვე მზადაა, თუმცა, მისი გამოცდის შესახებ განცხადება კრემლს საშუალებას მისცემდა, ეჩვენებინა, რომ დასავლეთთან ბრძოლის უნიკალური საშუალება გააჩნია, რომლისგან დაცვაც არ არსებობს“, – ნათქვამია იტალიური გამოცემის პუბლიკაციაში.

„ლა რეპუბლიკა“ წერს, რომ წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი“ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე იყო ნახსენები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მოწყობილი დივერსიების შესახებ საუბრისას, თუმცა ამ წყალქვეშა ნავის გაზსადენის აფეთქებაში მონაწილეობას სპეციალისტები გამორიცხავენ.

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გაჟღერდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო