ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში თევზის ფესტივალი გაიმართა
23 სექტემბერი, 2022
ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში, თევზის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდა მდინარე სუფსაზე ნავით გაესეირნათ, შეეძლოთ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი თევზის ნაირსახეობა.
მდინარე სუფსაზე სპინინგით თევზჭერის ტურნირი გაიმართა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ჩატარდა სპორტული თევზჭერის მასტერკლასი.
კონკურსის ,,თევზის ფესტივალის/Fish Festival ლოგოს“ გამარჯვებული ადგილობრივი ნინო ხამაშურიძე გახდა, მას გამარჯვება მიულოცა და საჩუქრები გადასცა ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ.
ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც, როგორც ადგილობრივი შემსრულებლები, ისე მუსიკალური ბენდი ,,why not/რატომაც არა“ მონაწილეობდა.
თევზის ფესტივალს სახელმწიფო რწმუნებულის გურიის მხარეში მოადგილე ქეთი მოისწრაფიშვილი, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელბი, ჟურნალისტები და ბლოგერები ესწრებოდნენ.