erimedia_ravk/TmPiyec4g.jpeg

ლაშა ხუციშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

ამბები
ლაშა ხუციშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
ამბები

ლაშა ხუციშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

erimedia_ravk/TmPiyec4g.jpeg
22 დეკ

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, შერაზ გასრისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან დიპლომატს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივის მხარდაჭერას. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობაზე, მათ შორის, ხაზი გაესვა ადამიანური კაპიტალის პროგრამას, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი რაფაელ ჟოზანი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო