ლატვიამ საქართველოში ახალი ელჩი ედიტე მედნე წარადგინა
16 აგვისტო, 2022

ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ედიტე მედნეს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ოფიციალური ცერემონია რიგის ციხესიმაგრეზე გაიმართა. ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ახლადდანიშნულმა ელჩმა განაცხადა, რომ ლატვია არის და დარჩება საქართველოს სანდო პარტნიორად. მანვე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და რეფორმების განხორციელების მიმართ.
“ერთგული ვარ ლატვიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების ხელშეწყობის და ვაპირებ მჭიდროდ ვიმუშაო ლატვიურ დიასპორასთან“, - აღნიშნა მედნემ.
მედნემ მუშაობა ლატვიის საგარეო უწყებაში 1995 წელს დაიწყო. ის საქართველოში ელჩად დანიშვნამდე, ირლანდიაში ლატვიის საელჩოში, მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ელჩი ლატვიის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
ედიტე მედნემ ინგრიდა ლევრენსი შეცვალა, რომელიც საქართველოში ლატვიის ელჩად 2018 წლიდან მსახურობდა.
