ლავროვი - მოსკოვი არ დაუშვებს, რომ დასავლეთმა უკრაინა რუსეთის უსაფრთხოებაზე მუქარის პლაცდარმად გადააქციოს

ამბები/ წყარო: ria.ru
ლავროვი - მოსკოვი არ დაუშვებს, რომ დასავლეთმა უკრაინა რუსეთის უსაფრთხოებაზე მუქარის პლაცდარმად გადააქციოს
ამბებიწყარო: ria.ru

ლავროვი - მოსკოვი არ დაუშვებს, რომ დასავლეთმა უკრაინა რუსეთის უსაფრთხოებაზე მუქარის პლაცდარმად გადააქციოს

22 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/2-_jqLn4R.jpeg

მოსკოვი არ დაუშვებს, რომ დასავლეთმა უკრაინა რუსეთის უსაფრთხოებაზე მუქარის პლაცდარმად გადააქციოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ ძალიან დიდი ოდენობით წარმოვადგინეთ ფაქტები იმის საჩვენებლად, თუ როგორ ემზადებოდა უკრაინა "ანტი-რუსეთის" როლის, რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ საშიშროების შექმნისა და რეალიზების პლაცდარმის როლის შესასრულებლად. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამას ჩვენ არ დავუშვებთ", - განაცხადა ლავროვმა.

"ვიკვლევთ დანაშაულებრივ ქმედებებს დიდი ბრიტანეთის, კანადის, აშშ-ის, ნიდერლანდების მოქალაქეების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. ყველა დამნაშავე, მათი მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად, პასუხისგებაში მიეცემა", - დასძინა მინისტრმა.

ლავროვის თქმით, ოფიციალური კიევი "ღიად და დაუსჯელად აცხადებდა საბოტაჟს" მინსკის შეთანხმების შესრულებაზე და ამასთან, "თვალთმაქცურად" აცხადებდა, რომ იცავდა მას.

"მრავალმხრივმა სტრუქტურებმა ვერ იპოვეს გამბედაობა, ან იქნებ მათ უბრალოდ არ მისცეს საშუალება უკრაინის ხელისუფლებისთვის დაეძალებინათ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება", - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, რუსეთისგან მუდმივად ცდილობენ აგრესორის შექმნას და ამავე დროს, ივიწყებენ კიევის მიერ დონბასში ჩადენილ დანაშაულებებს. ამასთან, მინისტრის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ამ დაუსჯელობას უნდა "უმადლოდეს" გერმანიას, საფრანგეთს და აშშ-ს.

ამასთან, დასავლეთის ქვეყნები უკრაინას დიდი ოდენობით შეიარაღებას აწვდიან და ამით კონფლიქტის მონაწილენი ხდებიან, - დასძინა ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა დატოვა.

მომზადებულია "რია ნოვოსტი"-ს მასალებზე დაყრდნობით.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო