ლავროვმა ერევნის განცხადებას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან შესაძლო გასვლის შესახებ სუვერენული არჩევანი უწოდა
2 ოქტ
განცხადებები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან შესაძლო გასვლის შესახებ, რომელიც ერევანში გაკეთდა, სომხეთის ხელმძღვანელობის სუვერენული არჩევანია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"თუ, როგორც სომხეთის ზოგიერთმა ლიდერმა განაცხადა, იმედგაცრუებულნი არიან რუსეთის ან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გამო და შეეცდებიან საკუთარი უსაფრთხოების გასაძლიერებლად თანამშრომლობა სხვაგან ეძებონ, ეს სომხეთის ხელმძღვანელობის სუვერენული არჩევანი იქნება", - განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, ლავროვის თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ რუს და სომეხ ხალხებს შორის საუკუნეების მანძილზე არსებული კავშირი არ განადგურდება.