ლენტეხის მერიის ორგანიზებით, კვირას, 18 სექტემბერს „ლენტეხობა 2022" გაიმართება
17 სექტემბერი, 2022

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით 18 სექტემბერს, „ლენტეხობა 2022" გაიმართება.
დღესასწაულზე გაიმართება სხვადასვა სახის ღონისძიებები. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცემა პირველი რეანიმობილი, რომელიც რეგიონს დღემდე არ გააჩნდა და საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოძახება ქუთაისიდან ხდებოდა.
„რეანიმობილი, რომელიც ლენტეხის გარდა ცაგერის მუნიციპალიტეტსაც მოემსახურება, რეგიონისთვის Wondernet Express Investment Group-მა, დამფუძნებლის დიმიტრი აბდუშელიშვილის ინიციატივით შეიძინა. ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი რეანიმობილი მნიშვნელოვანი დახმარება იქნება რეგიონისთვის, რადგან პაციენტებს, მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, საათობით ლოდინი აღარ მოუწევთ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტს რეანიმობილს „ლენტეხობა 2022"-ის ფარგლებში კომპანიის გენერალური დირექტორი, მამუკა მურჯიკნელი გადასცემს“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.