ლენტეხის მუნიციპალიტეტში "ედიყობა-2022" გაიმართა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ლენტეხის მუნიციპალიტეტში "ედიყობა-2022" გაიმართა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ლენტეხის მუნიციპალიტეტში "ედიყობა-2022" გაიმართა

30 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/xpzOxQWVg.webp

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია NATIVE GEORGIA და NOVA hydro myninig-ის დამფუძნებლის, ვასილ ბაბლუანის მხარდაჭერით ჩოლურის თემში ტრადიციული დღესასწაული ,,ედიყობა” ჩატარდა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დღესასწაული დილიდან ედიყის ამაღლების ტაძარში წირვით დაიწყო და სხვადასხვა სპორტული აქტივობებით გაგრძელდა. შეჯიბრი სპორტის ორ სახეობაში - დოღსა და ფრენბურთში გაიმართა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებითა და სიგელებით.

„პირველ ადგილზე გასულ მხედარს საჩუქრად კვიცი ერგო, მეორე ადგილოსანს უნაგირი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს სამონადირეო მაღაზიის 400 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. ასევე ფრენბურთში გამარჯვებულებს საჩუქრად სოლიდური თანხა გადაეცათ.

სახალხო დღესასწაულზე,სვანური ქუდებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. კომპანია NATIVE GEORGIA-მ მოსულ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სვანური, ტრადიციული ხორცპროდუქტებით უმასპინძლა.

ტრადიციული და სახალხო დღესასწაული ,,ედიყობა“ მომავალში ამაღლების დღესასწაულზე გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო