ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძემ (63 კგ) ნახევარფინალში ფრანგ სტეფან კლემენს 3:1 სძლია და მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. კარიერაში პირველი ოქროს მედლის მოსაპოვებლად ქართველი ფალავანი აზერბაიჯანელ მურად მამადოვს ხვალ, 24 სექტემბერს დაუპირისპირდება.
დღეს, ტურნირზე გამომსვლელმა კიდევ ორმა მოჭიდავემ, ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) და ლაშა გობაძემ (87 კგ) ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხეს. გუშინ ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო