ლევან დავითაშვილი - დავით ხიდაშელის გეგმების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს - ეროვნული ბანკი იმოქმედებს იმ წესების მიხედვით, რომელიც თანაბრად ეხება ნებისმიერ კომერციულ ბანკს საქართველოში
25 ივლისი, 2022
დავით ხიდაშელის გეგმების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს - ეროვნული ბანკი იმოქმედებს იმ წესების მიხედვით, რომელიც თანაბრად ეხება ნებისმიერ კომერციულ ბანკს საქართველოში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სავარაუდოდ, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს.
მისი თქმით, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეროვნული ბანკი ყველა პროცედურას დაიცავს.
„დავით ხიდაშელის გეგმების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თქვენ საუბრობთ ვარაუდებზე და თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, არსებობს კონკრეტული პროცედურები, რომელსაც იცავს „ეროვნული ბანკი“ იმ შემთხვევაში თუ ამა თუ იმ ბანკში ხდება აქციონერების ცვლილება და შესაბამისად, ეროვნული ბანკი იმოქმედებს იმ წესების მიხედვით, რომელიც თანაბრად ეხება ნებისმიერ კომერციულ ბანკს საქართველოში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.