ლევან დავითაშვილი - ყოფილი პრეზიდენტი თვითონ მოუწოდებდა რუს ტურისტებს შემოსვლას და ხვდებოდა საზღვარზე - იგივე პოლიტიკური ძალა დღეს ითხოვს სავიზო რეჟიმის დაწესებას, მხოლოდ იმისთვის, რომ დაზიანდეს ტურისტული სექტორი

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ლევან დავითაშვილი - ყოფილი პრეზიდენტი თვითონ მოუწოდებდა რუს ტურისტებს შემოსვლას და ხვდებოდა საზღვარზე - იგივე პოლიტიკური ძალა დღეს ითხოვს სავიზო რეჟიმის დაწესებას, მხოლოდ იმისთვის, რომ დაზიანდეს ტურისტული სექტორი
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ლევან დავითაშვილი - ყოფილი პრეზიდენტი თვითონ მოუწოდებდა რუს ტურისტებს შემოსვლას და ხვდებოდა საზღვარზე - იგივე პოლიტიკური ძალა დღეს ითხოვს სავიზო რეჟიმის დაწესებას, მხოლოდ იმისთვის, რომ დაზიანდეს ტურისტული სექტორი

8 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/trR40ziVg.webp

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტურიზმი არის ერთ-ერთი დარგი, რომელიც ყველაზე მეტად ინკლუზიურია და ბევრ ადამიანს ასაქმებს.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი მავნებლობაა, ტურიზმის დადებით ტენდენციებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე უშლიდე ხელს.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჟიოტაჟი და ცრუ წარმოდგენების შექმნა, რომ საქართველოში გადაჭარბებული რაოდენობაა ტურისტების, იმ ტენდენციების დაზიანებაა, რომელიც გვაქვს.

"2019 წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა მხოლოდ 65.3% აღვადგინეთ. 2019 წელთან შედარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს გვქონდა პიკი. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა სრულად აღვადგინეთ და ვსაუბრობთ ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე, ტურიზმის დარგთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უნდა აღვადგინოთ, ჯერ კიდევ უნდა მოხდეს პანდემიის შედეგების ნეიტრალიზაცია. ამ შემთხვევაში, ის აჟიოტაჟი და ცრუ წარმოდგენების შექმნა, რომ საქართველოში არის გადაჭარბებული რაოდენობა ტურისტების, არის დაზიანება იმ ტენდენციების, რომელიც ჩვენ გვაქვს.

საქართველომ მოახერხა მთავრობისა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით კარგი შედეგების მიღწევა. ტურიზმის აღდგენა ჩვენთვის დიდი პრიორიტეტია, ამისთვის ძალიან ბევრი გაკეთდა. ახალი მიმართულებით პირდაპირი ფრენების მოზიდვა მოხერხდა. სპარსეთი ყურესთან გვაქვს გაზრდილი ფრენები, მაგალითად საუდის არაბეთთან 30-ზე მეტი ფრენა გვაქვს კვირის განმავლობაში, იგივე ხდება შუა აზიის ქვეყნებთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთან”, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, დღეს საქართველოში 2019 წელთან შედარებით რუსი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, ასევე შემცირებულია ტურისტების რაოდენობა სხვა ტრადიციული ბაზრებიდან.

"ეკონომიკური ზრდის შემადგენელი ძირითადი კატეგორიებია გაზრდილი ექსპორტი. ასევე გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს აქტივობებში. ასევე უცხოური ინვესტიციები, აქ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არიან ლიდერები და, შესაბამისად, ეს არის ობიექტური მოცემულობა. სუბიექტურია ის თუ რა ტიპის ნარატივის დამკვიდრებას ცდილობენ ზოგიერთი პოლიტიკოსები და ზოგიერთი საინფორმაციო არხები. დღეს საქართველოში 2019 წელთან შედარებით რუსი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, ასევე შემცირებულია ტურისტების რაოდენობა სხვა ტრადიციული ბაზრებიდან.

მე თვითონ ვნახე კადრები, როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ყოფილი პრეზიდენტი თვითონ მოუწოდებდა რუს ტურისტებს შემოსვლას და თვითონ ხვდებოდა საზღვარზე. იგივე პოლიტიკური ძალა დღეს ითხოვს სავიზო რეჟიმის დაწესებას, მხოლოდ იმისთვის, რომ დაზიანდეს ჩვენი ტურისტული სექტორი, რაც დააზარალებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს",- განაცხადა დავითაშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო