erimedia_ravk/ed1Xvw4Vg.jpeg

ლევან დავითაშვილი: ეკონომიკური აქტივობის მაღალი დონე დასაქმების ზრდაზე აისახა

ამბები
ლევან დავითაშვილი: ეკონომიკური აქტივობის მაღალი დონე დასაქმების ზრდაზე აისახა
ამბები

ლევან დავითაშვილი: ეკონომიკური აქტივობის მაღალი დონე დასაქმების ზრდაზე აისახა

erimedia_ravk/ed1Xvw4Vg.jpeg
6 ოქტ

საქართველოში ეკონომიკური აქტივობის მაღალი დონე დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის შემცირებაზე აისახა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

მინისტრის განცხადებით, როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში უმუშევრობის კლება და დასაქმების ზრდა ფიქსირდება. მან აღნიშნა, რომ უმუშევრობის დონე მეორე კვარტალში 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა.

"ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის (2019 წლის) ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსაც. 2022 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 50.9 ათასით, ხოლო მეორე კვარტალში 35.5 ათასით გაიზარდა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2022 წელი ასევე პოზიტიური იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. მინისტრის განმარტებით, იანვარ-ივნისის პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 102 პროცენტით გაიზარდა და 922.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით, ზრდა 62.5 პროცენტს შეადგენს.

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ტურიზმის აღდგენის ტენდენციებსაც და აღნიშნა, რომ 2022 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2,141.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„სექტემბრის მონაცემებიც დამაიმედებელია და ჩვენი მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ტურიზმიდან შემოსავლები ჩვენს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებლებს გაუტოლდება“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა ასევე აღნიშნა 2022 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში გაიზარდა საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა. მისი ინფორმაციით, ამ მაჩვენებელმა 17.9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 20 პროცენტით მეტია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო