erimedia_ravk/iaoakmiSR.jpeg

ლევან დავითაშვილი საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულ სპეციალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ამბები
ლევან დავითაშვილი საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულ სპეციალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს
ამბები

ლევან დავითაშვილი საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულ სპეციალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

erimedia_ravk/iaoakmiSR.jpeg
10 სექ

10 სექტემბერი საქართველოს ენერგეტიკოსის დღეა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულ სპეციალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს:

„საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულ ყველა სპეციალისტს პროფესიულ დღეს ვულოცავ. თითოეული მათგანის წარმატებულ საქმიანობაზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს განვითარება და მისი მოქალაქეების კეთილდღეობა. ძლიერი და მდგრადი ენერგეტიკული სისტემა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საფუძველია, ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ აღნიშნული სექტორის განვითარება ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

სწორედ ამიტომ ჩვენს ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიების უხვი პოტენციალი წარმოადგენს ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ფოკუსს. ამ წყაროების სწორი გამოყენება არა მხოლოდ ქმნის ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების საფუძველს, არამედ, წარმოადგენს შესაძლებლობას, ვუპასუხოთ გლობალურ გამოწვევებს და მივაღწიოთ კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილების კუთხით დასახულ მიზნებს.

ჩვენ გვაქვს ამბიცია გავხდეთ რეგიონში მწვანე ენერგიის „ჰაბი“. ამ მიზნის მისაღწევად ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მწვანე ენერგიის შემდგომ განვითარებას. ეს ცვლილებები მიზნად ისახავს ინვესტიციების მოზიდვას არა მხოლოდ ტრადიციულ ჰიდროენერგეტიკაში, არამედ ქარის, მზის, ბიომასის, წყალბადის და სხვა არატრადიციული ენერგიის წყაროების გამოყენებაში. მწვანე ენერგეტიკის განვითარების კიდევ ერთი სტიმული იქნება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონს ევროპის ბაზრებთან დააკავშირებს და რომელსაც მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს.

საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში, იქნება ეს ელექტროგადამცემი ხაზები, ქვესადგურები, გაზსადენები და სხვ. ყოველივე ეს აუცილებელია ქვეყნის ენერგეტიკის შემდგომი განვითარებისა და ზოგადად, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს," - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ მილოცვის ტექსტში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
მედიის ცნობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის 26,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი
დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყო
ისრაელის მედია - ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ მკაფიო და ძლიერი პასუხის გადაწყვეტილება მიიღო
Სარეკლამო
ისრაელის მედია - ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა
საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ღაზაში ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის
გიორგი აბდალაძე - ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია
მეტის ჩვენება
Სარეკლამო