ლევან იოსელიანი - არანაირი „ცხელი შემოდგომა“ არ იქნება, ყველა ხვდება, რომ „ნაცმოძრაობა“ შეიძლება დაიშალოს და ეს გამოწვეული იქნება სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ლევან იოსელიანი - არანაირი „ცხელი შემოდგომა“ არ იქნება, ყველა ხვდება, რომ „ნაცმოძრაობა“ შეიძლება დაიშალოს და ეს გამოწვეული იქნება სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ლევან იოსელიანი - არანაირი „ცხელი შემოდგომა“ არ იქნება, ყველა ხვდება, რომ „ნაცმოძრაობა“ შეიძლება დაიშალოს და ეს გამოწვეული იქნება სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით

23 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/Ict6uSZVR.webp

არანაირი “ცხელი შემოდგომა” არ იქნება - არაფერი მოხდება, უბრალოდ ყველა [პატარა პარტია] ცდილობს, თავისი წილი აიღოს იმ კონფიგურაციიდან, რომელიც შეიძლება ვნახოთ, თუ “ნაციონალური მოძრაობა” აღარ იქნება ამ სახით წარმოდგენილი პოლიტიკურ სცენაზე,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც იოსელიანმა განაცხადა, პატარა პარტიები “ნაციონალური მოძრაობის” დაშლას ელოდებიან. რაც შეეხება საპარლამენტო ბოიკოტის შესაძლებლობას, ლევან იოსელიანის თქმით “ნაციონალური მოძრაობის” წევრები სულ ბოიკოტში არიან, მაგრამ პარლამენტარების პრივილეგიებით სარგებლობენ. . ამიტომ ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტონ, უნდათ პარლამენტში მუშაობა თუ არა. თუ არ უნდათ, უნდა წავიდნენ, ჩემი აზრით, ესეც კარგი გამოსავალია.

პატარა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რადიკალიზმით გამოირჩევიან დღეს, სინამდვილეში ელოდებიან “ნაციონალური მოძრაობის” დაშლას და უნდათ, ამ მომენტისთვის იყვნენ ფორმაში, რომ მათი მომხრეების ნაწილი მიიმხრონ, ამაზეა გათვლილი ყველა გზავნილი და რადიკალიზმი. ამას რეალურ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. არანაირი “ცხელი შემოდგომა” არ იქნება, უბრალოდ, ყველა ხვდება, რომ “ნაციონალური მოძრაობა” შეიძლება დაიშალოს და ეს გამოწვეული იქნება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით. უნდათ, ამ დროისთვის, მათი მომხრეების ნაწილი მიიმხრონ იმ რადიკალური დღის წესრიგით, რაც “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებისთვის მისაღებია. ამისთვის მიდის სინამდვილეში ბრძოლა და არა სხვა რამისთვის, რადგან რამდენიმე პატარა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის რესურსი, რომ ამ ქვეყანაში დიდი ცვლილებები გამოიწვიოს”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო