ლევან ვარშალომიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ლევან ვარშალომიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ლევან ვარშალომიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა

7 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/KI_s6cGVg.jpeg

პარლამენტმა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრს, ლევან ვარშალომიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ლევან ვარშალომიძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილებას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. საქართველოს პარლამენტის 2022 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ ჩატარდა 26 მორიგი სხდომა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა ლევან ვარშალომიძემ 26-ვე გააცდინა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში კომიტეტმა მოიკვლია, რომ გაცდენის მიზეზები არასაპატიო იყო. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლევან ვარშალომიძე პლენარულ სხდომათა დარბაზში როგორც დეპუტატი, ნამყოფიც არ არის.

„მიუხედავად ამისა, მან ხელფასის სახით, დაახლოებით 56 000 ლარი მიიღო. მას ეს პარლამენტისთვის უკან არ დაუბრუნებია. ის, რომ არცერთი წუთით არ მოსულა პარლამენტის შენობაში და, მეორე მხრივ, არც კი ჩათვალა საჭიროდ, რომ დაებრუნებინა ბიუჯეტისთვის აღნიშნული თანხა, მიზეზია იმისა, რომ  ამ საკითხზე ვიმსჯელეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ვარშალომიძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ პარტიული სიით გადაეცა დეპუტატის მანდატი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო