erimedia_ravk/532ilLdSR.jpeg

ლევან ვასაძის წიგნის "უძლურის დღიურის" პრეზენტაცია 23 დეკემბერს ბაგრატიონი ჰოლში გაიმართა

ამბები
ლევან ვასაძის წიგნის "უძლურის დღიურის" პრეზენტაცია 23 დეკემბერს ბაგრატიონი ჰოლში გაიმართა
ამბები

ლევან ვასაძის წიგნის "უძლურის დღიურის" პრეზენტაცია 23 დეკემბერს ბაგრატიონი ჰოლში გაიმართა

erimedia_ravk/532ilLdSR.jpeg
26 დეკ

„უძლურის დღიური“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც საზოგადო მოღვაწის, ლევან ვასაძის ავტორობით გამოიცა და რომლის პრეზენტაციაც 23 დეკემბერს „ბაგრატიონი ჰოლში“ გაიმართა.

„უძლურის დღიური“ მემუარული ჩანაწერებია და ის ავტორის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს ასახავს. წიგნში ლევან ვასაძე არაერთ საჭირბოროტო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემაზეც საუბრობს. დღიურში მრავლად შეხვდებით მსჯელობებს სხვადასხვა პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, ლიტერატურულ საკითხზე, ავტორისა და სხვა პოეტთა ლექსებს, ხედვას ჩვენი ქვეყნისა თუ საზოგადო მომავლის შესახებ.

„უძლურის დღიური“ - ეს არის ერთგვარი პასუხი იმ განსაცდელზე, რომელიც ავტორისთვის ერთგვარ შინაგან გამოცდილებად იქცა. წიგნი იმ ჩანაწერებისგან შედგება, რომელსაც ლევან ვასაძე მძიმე ავადმყოფობის ჟამს წერდა. სწორედ აქედან შეირჩა მისი სახელწოდებაც: „უძლურის დღიური“. აღსანიშნავია, რომ ავტორმა წიგნი მამის, შიო ვასაძის ხსოვნას მიუძღვნა.

ლევან ვასაძე აღნიშნავს, რომ საკუთარი გამოცდილების გაზიარებით მას განსაცდელში მყოფი ადამიანებისთვის იმედის შენარჩუნება და გასავლელი გზის ოდნავ მაინც შემსუბუქება სურდა.

წიგნის შეძენას მსურველები „სამოსელი პირველის“ მაღაზიაში შეძლებენ, რომელიც თბილისში, ქიაჩელის 10 ნომერში მდებარეობს.

erimedia_ravk/4LFI_LdIg.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო