ლიბიაში, შეიარაღებულ ჯგუფებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ლიბიაში, შეიარაღებულ ჯგუფებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა
ამბებიწყარო: imedinews.ge

ლიბიაში, შეიარაღებულ ჯგუფებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა

28 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/dBo4LBZ4g.jpeg
ფოტო: Anadolu Agency

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში, შეიარაღებულ ჯგუფებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ წერს.

ლიბიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაპირისპირებების შედეგად, 140-მდე ადამიანია დაშავებული.

შეტაკებების მონაწილეები საავადმყოფოებსაც არ ერიდებიან - „ანადოლუ“, ლიბიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, წერს, რომ დღეს დილიდან ბომბავენ სამედიცინო დაწესებულებებსაც.

შეტაკებების გამო, განათლების სამინისტრომ საშუალო სკოლის გამოსაშვები გამოცდები გააუქმა, ხოლო Libyan Wings Airlines-მა დროებით შეაჩერა ფრენები თურქეთისა და ტუნისის მიმართულებით.

დაპირისპირება პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერის და ეროვნული ერთობის მთავრობის მეთაურის მომხრეებს შორის მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის მომხრეებმა ტრიპოლის აეროპორტის ტერიტორია დაიკავეს. ქალაქში მთელი დღე ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა. ფაჰტი ბაშაგი პარლამენტმა პრემიერად თებერვალში აირჩია, მოქმედმა პრემიერმა, კი მისი უფლებამოსილება არ ცნო.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო