ლიეტუვის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს

ამბები
ლიეტუვის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს
ამბები

ლიეტუვის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს

2 ოქტ

erimedia_ravk/ZpPPBT4Vg.jpeg

საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის) ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრებმა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოძისთან მდებარე საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ლიეტუველ კანონმდებლებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და საოკუპაციო ძალების მიერ გატარებულ ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდა.

„ლიეტუველ კანონმდებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე საკუთარი თვალით ენახათ თუ როგორია რუსეთის ოკუპაცია, ოკუპაციის მძიმე შედეგები, რაც ვლინდება ე.წ. უკანონო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ჩაკეტილ გასასვლელებში, ხელოვნურ ბარიერებში, რაც ზღუდავს ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს, მათ თავისუფალ გადაადგილებას და სხვა იმ მძიმე შედეგები, რაც მოიტანა რუსულმა ოკუპაციამ. ისინი გაეცნენ, თუ როგორია ერთი მხრივ, დღეს ისე როგორ არასდროს, საქართველოსთვის მშვიდობის მნიშვნელობა, როგორი არის პროვოკაციების და ნებისმიერი სახის ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობა. მეორე მხრივ, რაოდენ აუცილებელია საქართველოსთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფა, რომლის ერთადერთი სწორი გზა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციაა. დღეს, საქართველოზე გადის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი და მანამ სანამ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებობს ოკუპირებული რეგიონები, ვერც შავი ზღვის, ვერც ევროპული და ვერც ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება ვერ იქნება სრულფასოვნად უზრუნველყოფილი", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე შეფასებით, აუცილებელია ალიანსის მოკავშირეებმა მიიღონ გონივრული, გაბედული გადაწყვეტილება და ქმედითი ნაბიჯები გადადგან საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების თვალსაზრისით.

„საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ უფრო უნდა გაზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე საქართველოში ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის მიზნით", - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო