ლივერპულში ხუთმა ბულდოგმა ქალი დაგლიჯა - ის სკოლაში შვილიშვილის გამოსაყვანად მიდიოდა
ინგლისის ქალაქ ლივერპულში ბულდოგის ჯიშის ხუთი ძაღლი 65 წლის ქალს თავს დაესხა, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Mirror ავრცელებს.
წყაროს ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი შვილიშვილის სკოლიდან გამოსაყვანად მიდიოდა. მას შემდეგ რაც ბავშვს სკოლაში არავინ მიაკითხა, არასრულწლოვნის ოჯახს სკოლის ადმინისტრაცია დაუკავშირდა. შედეგად, 65 წლის ქალი საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც გარდაცვლილის მეზობლებმა განაცხადეს, შუადღის საათებში მათ ქალის ყვირილის ხმა გაიგეს. ადგილობრივმა პოლიციამ ხუთივე ძაღლი შესაბამისი მეთოდით დააძინა. მათივე თქმით, მსხვერპლი არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო, რომელიც თავისი თბილი ბუნებითა და მზრუნველობით გამოირჩეოდა.
რაც შეეხება ძაღლების პატრონს, სამართალდამცველებმა 31 წლის მამაკაცი გაუფრთხილებლობის გამო დაააკავეს. მერსესაიდის პოლიცია საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.