ლოიდ ოსტინმა და ოლექსი რეზნიკოვმა „რამშტაინ V“-ის შეხვედრის დაგეგმვის საკითხი განიხილეს
17 აგვისტო, 2022

აშშ-ისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და ოლექსი რეზნიკოვმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინ V) შემდეგი შეხვედრის დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, - ინფორმაციას პენტაგონის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორი ქვეყნის მინისტრებმა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გადაუდებელ და გრძელვადიან საჭიროებებზეც ისაუბრეს.
„თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ჯ. ოსტინ უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს ესაუბრა, რათა განეხილათ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გადაუდებელი და გრძელვადიანი საჭიროებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პენტაგონის ცნობით, მინისტრმა რეზნიკოვმა ამერიკელ კოლეგას უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული დინამიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
