ლვოვში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ლვოვში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
ამბებიწყარო: 1tv.ge

ლვოვში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

18 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/DhsN0Xm4g.jpeg

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინას ერთდღიანი ვიზიტით ეწვია. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში შეუერთდება და სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, სადაც უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულების საკითხზე იმსჯელებენ. ანტონიო გუტერეშთან პირისპირ შეხვედრაზე ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ მდივანს ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა სთხოვა.

თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანი ზელენსკის აცნობებს, რომ მზად არის, ორგანიზება გაუწიოს, მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას, რომელზეც მინიშნება პუტინმა, სოჭში 5 აგვისტოს გამართული მოლაპარაკებისას გააკეთა.

თურქული მედია დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, ლიდერებმა ომის ე.წ. გზამკვლევი უნდა განსაზღვრონ, რის შემდეგაც უკვე დელეგაციები დაიწყებენ მუშაობას ამ საგზაო რუკის განსახორციელებლად.

ავტორი - სალომე თორაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო