erimedia_ravk/Gvue0PQ4g.jpeg

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება

ამბები
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება
ამბები

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება

erimedia_ravk/Gvue0PQ4g.jpeg
29 მაი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი პროგრამის მიზანი მაღალმთიან დასახლებებში, სადაც ეკონომიკური აქტივობა შედარებით დაბალია, კერძო სექტორის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და ადგილობრივი მცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა განხორციელდება მაღალმთიან დასახლებებთა ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ დასახლებებში და ითვალისწინებს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით დაფინანსებას.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნესიდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მათივე ცნობით, ეს გამონაკლისები პროგრამაშია გაწერილი და მოიცავს სამშენებლო საქმიანობას, დეველოპერულ საქმიანობას, სავაჭრო ობიექტებს, სატრანსპორტო მომსახურებას და ა.შ. ასევე გამონაკლისებშია სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოება, ვინაიდან ეს მიმართულება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„ვფიქრობ, ახალი პროგრამა მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს მაღალმთიან დასახლებებში სხვადასხვა საქმიანობის წამოწყებას, მათ შორის, ახალგაზრდების ჩართულობას; მათ ექნებათ დამატებით 10% თანადაფინანსება. პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარისა, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს.

„დამატებითი 10%-იანი ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის. აღსანიშნავია, რომ პროექტის ჯამური ღირებულება განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს.

ამ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია ხუთი მილიონი ლარის ოდენობით. სოფლის განვითარების სააგენტო განაცხადების მიღებას ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო