erimedia_ravk/0c4YPgoIR.jpeg

მაია ბითაძე - ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ცხოველებზე ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს

ამბები
მაია ბითაძე - ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ცხოველებზე ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს
ამბები

მაია ბითაძე - ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ცხოველებზე ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს

erimedia_ravk/0c4YPgoIR.jpeg
18 თებ

ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს. უფრო მეტიც, მოქმედი კანონმდებლობა ბევრად ჰუმანურია, ვიდრე, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობა და ევთანაზიას ექვემდებარება მხოლოდ იმ ცხოველზე საეჭვო შემთხვევა, რომელიც დაკვირვების საშუალებას არ იძლევა და მიმკედლებელი ან მეპატრონე უარს ამბობს დაკვირვებაზე 45 დღის ან ექვსი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ბითაძემ აღნიშნა, რომ სოციალური ქსელებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოება დაექვემდებარა ზეგავლენას და ბულინგის მძიმე კამპანია მიმდინარეობს, როდესაც რეალურად ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოაქვთ.

„ხაზგასმით, მინდა, ვთქვა ევთანაზიასთან დაკავშირებით: მოქმედი კანონმდებლობა გასულ წელს მივიღეთ, უკვე ერთი წელია, მოქმედებს რეგულაცია, მთავრობამ დაამტკიცა. ეს კანონი იმ რეგულაციაზე აკეთებს მითითებას და შესაძლებელია, ამ კანონშიც გადმოვიტანოთ გარკვეული დებულებები, რომ ევთანაზია არის დაუშვებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არა გვაქვს კარანტინი, ცოფის გავრცელების საშიშროება. ამ შემთხვევაშიც კი კანონმდებლობით გაწერილია ვადები – ექვსი თვე, 45 დღე, სადაც მიმკედლებელი და მეპატრონე ვალდებულია, ძაღლს დააკვირდეს და ხელი არ შეუშალოს ამ დაკვირვების პროცესს. მხოლოდ ამის შემდგომ, თუ ისინი დაკვირვებას ხელს შეუშლიან 45 დღის ან ექვსი თვის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებაა, ექვემდებარება ძაღლი ევთანაზიას. ეს არის საეჭვო შემთხვევის განმარტება“, – განაცხადა ბითაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო