მაიმუნის ჩუტყვავილის გავრცელების გამო აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
მაიმუნის ჩუტყვავილის გავრცელების გამო აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
„ბიბისის“ ცნობით, აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან დაავადების გავრცელების ტემპით.
წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ჩუტყვავილის ახალი შტამის 13 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 450 ადამიანი.
ვირუსი ასევე გავრცელდა აფრიკის სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის ბურუნდიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კენიასა და რუანდაში.
ცნობისთვის, 29 ივლისს ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს, რომ ჩუტყვავილის ახალი შტამის ევროპაში გავრცელების საფრთხე ძალიან დაბალია.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო