მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვია

ამბები/ წყარო: parliament.ge
მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვია
ამბებიწყარო: parliament.ge

მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვია

30 სექ

erimedia_ravk/vih6Jd4VR.jpeg

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვია.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრები, საბერძნეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა და ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებს და კომიტეტების წევრებს, საბერძნეთისა და საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრებისას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობაზე, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე, ამ კუთხით პარლამენტში სამუშაო ჯგუფების საქმიანობაზე, შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მასპინძლების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ საბერძნეთი ურყევად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრებისას, განიხილეს ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივები; ასევე, ტურიზმის, ხალხთაშორისი კავშირების, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

საუბარი ასევე შეეხო ევროპაში არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობასა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა ასევე გამართა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) პრეზიდენტთან, EPLO-ს ქართველ სტიპენდიანტებთან და უცხოელ სტუდენტებთან.

ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, დიმიტრის ავრამოპულოსს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში.

საპარლამენტო დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ჰერმან საბო ასევე, დაესწრნენ საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ქართველი მხატვრების გამოფენის გახსნას.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო