მამუკა გამყრელიძე - საქართველო რეგიონში რჩება ერთადერთ მოკავშირედ რუსეთისთვის, რომელიც როგორც აზერბაიჯან - სომხეთის კონფლიქტმა გვიჩვენა, კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაში და მის ადგილს იკავებს ნატო-ს წევრი თურქეთი

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
მამუკა გამყრელიძე - საქართველო რეგიონში რჩება ერთადერთ მოკავშირედ რუსეთისთვის, რომელიც როგორც აზერბაიჯან - სომხეთის კონფლიქტმა გვიჩვენა, კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაში და მის ადგილს იკავებს ნატო-ს წევრი თურქეთი
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

მამუკა გამყრელიძე - საქართველო რეგიონში რჩება ერთადერთ მოკავშირედ რუსეთისთვის, რომელიც როგორც აზერბაიჯან - სომხეთის კონფლიქტმა გვიჩვენა, კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაში და მის ადგილს იკავებს ნატო-ს წევრი თურქეთი

13 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/d6Dd5qM4g.webp

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, რუსეთის მიერ სომხეთის ხელისუფლებისთვის სამხედრო ჩარევაზე უარის თქმა აჩვენებს, რომ რუსეთი კარგავს გავლენას რეგიონზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მის პოზიციას ნელ-ნელა იკავებს ნატო-ს წევრი ქვეყანა - თურქეთი - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, რუსეთის გავლენის რადიკალური შესუსტება რეგიონში სახეზეა. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, სამწუხაროდ, ამ ვითარებაში რუსეთის ერთადერთი დასაყრდენი არის საქართველო, რომელიც რუსეთს „სასათბურე პირობებს“ უქმნის.

„რუსეთი იმდენად დასუსტებულია და ისეთი მორალური დარტყმა მიიღო ხარკოვის ოლქში განცდილი მარცხით, რომ იძულებული გახდა უარი ეთქვა სომხეთის ხელისუფლებისთვის დახმარების თხოვნაზე და მათ აზერბაიჯანთან კონფლიქტის მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით გადაწყვეტა შესთავაზა. რუსეთი უარს ამბობს მისთვის ჩვეულ მანერაზე - ყველა ასეთ დაპირისპირებას რუსეთი ყოველთვის იყენებდა იმისთვის, რომ საკუთარი „მშვიდობისმყოფელი“ ჯარი შეეყვანა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე.

აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სასაზღვრო ზოლში განხორციელებული აგრესია არის ერთგვარი მეორე ფრონტის გახსნის ფორმა რუსეთისთვის. ის, რომ აზერბაიჯანი ბომბავს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის ტერიტორიას და რუსეთი უარს ამბობს დაეხმაროს სომხეთს, რომელსაც ОДКБ -ის დიდი იმედი ჰქონდა, აჩვენებს რომ რუსეთს არ აქვს რესურსი, აქტიურად ჩაერთოს ამ კონფლიქტის მოგვარებაში და ამ მიმართულებაზე მის ჩანაცვლებას იწყებს ნატო-ს წევრი ქვეყანა - თურქეთი.

აზერბაიჯანმა ძალიან პრაგმატული პოლიტიკა აწარმოა, პირველ რიგში გამოიყენა ის მომენტი, როდესაც რუსეთი დასუსტდა და პოზიციები დაკარგა, ამას გარდა, დიპლომატიური საშუალებებით დაარეგულირა სიტუაცია რუსეთთან ისე, რომ პრაქტიკულად დაიბრუნა როგორც ყარაბაღი, ასევე ლაჩინის კორიდორი, რომელიც სომხეთისთვის ყარაბაღთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.

რუსეთის გავლენის რადიკალური შესუსტება რეგიონში სახეზეა. სამწუხაროდ, ამ ვითარებაში რუსეთის ერთადერთი დასაყრდენი არის საქართველო, რომელიც რუსეთს „სასათბურე პირობებს“ უქმნის. საქართველო არ აქტიურობს იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომელიც დროებით ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ არ გვაქვს არც სტრატეგიული გეგმა, არც არანაირი სამზადისი როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ ვართ „გასუსულები“ და ვჯდებით იმ პარადიგმაში, რაც დაგვისახა წლების წინ ბიძინა ივანიშვილმა, რომ ვართ პატარა ქვეყანა და უნდა ვიყოთ ჩუმად, მაშინ როდესაც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თუ ქვეყანა აქტიურად და ხმაურიანად არ ერთვება პროცესებში, ის აუცილებლად რჩება წაგებული. აგრესორთან და მტერთან დათმობაზე წასვლა რომ არაფრის მომცემია, ეს გვიჩვენა როგორც უკრაინის მაგალითმა, ასევე 2008 წლის ომმა საქართველოში. მსოფლიო თანამეგობრობა მაშინ დგას შენ გვერდით და ცდილობს შეაჩეროს აგრესია, როდესაც შენ თავად გაქვს მტერთან წინააღმდეგობის გაწევის სურვილი.

სამწუხაროდ, დღეს საქართველო რჩება ერთადერთი დასაყრდენი ამიერკავკასიაში რუსეთისთვის, რაც ქვეყანას და მის სუვერენიტეტს დიდ საფრთხეს უქმნის. რუსეთის პოზიციამ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით, გვიჩვენა, რომ ხელისუფლების რიტორიკა მეორე ფრონტის საფრთხესთან დაკავშირებით მესიჯით, „აბა ომი გინდათ?“ ზედმეტად გაზვიადებული იყო და საქართველოს მოსახლეობის შეშინებას ემსახურებოდა. დღეს მთლიანად მთავრობაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები და სამეზობლო პოლიტიკა: მივცემთ საშუალებას ნატო-ს, მაქსიმალურად გაძლიერდეს ჩვენს ტერიტორიაზე, თუ ისევ ვითამაშებთ სრულიად უკბილო, მოუქნელ, ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკას, რომელიც საბოლოო ჯამში მარცხამდე მიგვიყვანს“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო