erimedia_ravk/KpZ61pxIR.jpeg

მამუკა მდინარაძე - ბოლო დღეებში ვიღებთ ბევრ ინფორმაციას, რომ სასამართლოს წინააღმდეგ და ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად ქვეყანაში დიდი ფული შემოდის

ამბები
მამუკა მდინარაძე - ბოლო დღეებში ვიღებთ ბევრ ინფორმაციას, რომ სასამართლოს წინააღმდეგ და ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად ქვეყანაში დიდი ფული შემოდის
ამბები

მამუკა მდინარაძე - ბოლო დღეებში ვიღებთ ბევრ ინფორმაციას, რომ სასამართლოს წინააღმდეგ და ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად ქვეყანაში დიდი ფული შემოდის

erimedia_ravk/KpZ61pxIR.jpeg
31 მარ

ბოლო დღეებში ვიღებთ ძალიან ბევრ ინფორმაციას, რომ როგორც სასამართლოს წინააღმდეგ, ასევე ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად, ანუ ოჯახის ინტერესების დაცვის საპირისპიროდ შემოდის ქვეყანაში ძალიან დიდი ფული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპონენტებმა და მათმა პატრონებმა უკვე სავსებით რეალურად გადაწყვიტეს, რომ არაფრის თავი არ აქვთ და ახლა ფულზე გააკეთეს აქცენტი.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, სწორედ ამას ემსახურებოდა ამერიკული კანონის „რუსულ კანონად“ გამოცხადება, რათა ვერ მომხდარიყო გრანტების მიზნობრიობის დადგენა.

„დღეს გახდა ცნობილი, რომ გრანტი დაუმტკიცდა ერთ-ერთ „ნაცმოძრაობის“ არხს. შემდეგ, თურმე ვიღაცები ამბობენ, გრანტი კი დაგვიმტკიცდა, მაგრამ არანაირი ირიბი მხარდაჭერა ლგბტ პროპაგანდის, უბრალოდ უმიზნოდ დაგვიმტკიცდა ეს გრანტიო. უმიზნოდ და უმიზეზოდ გრანტები არ მტკიცდება. თურმე ამიტომ მოიკლეს თავი შარშან, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ღირსეული მომავალი თაობა მოეტყუებინათ, ამერიკული კანონი რუსულიაო. ეს იმიტომ, რომ ვერ უნდა გაგვეგო ამ გრანტების მიზნობრიობა. მიზნობრიობა კონკრეტული გრანტის, რომელიც შეადგენდა ირიბი ლგბტ პროპაგანდისთვის გამოყოფილი თანხის 5-6%-ს. მოიგეს გრანტი ამ მიზნობრიობით და ამბობენ, რომ ამას მიზნობრიობა არ აქვს.

რაღაც მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს გრანტს. ნიკა გვარამიამ დეტალურად იცის თურმე ამ გრანტის შესახებ და თან ისიც იცის, რომ მიზნობრიობა არ აქვს. ეს რას ნიშნავს? ანუ, რა მიზნობრიობაც დასახელდა, მართალი ყოფილა. როდესაც ინფორმაცია ვრცელდება, რომ ირიბი მხარდაჭერისთვის გამოყოფილი დიდი თანხის 5-6%, რომელიც ასევე დიდი თანხაა, გამოეყო „მთავარ არხს“ და ამ დროს გვარამია აცხადებს, რომ ამას მიზნობრიობა არ გააჩნია, ესე იგი, რაც გავრცელდა, ის არის მართალი. ვერ მოიფიქრეს, რა გამართლება მოუფიქრონ ამ ყველაფერს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო