მამუკა მდინარაძე ერთ-ერთ ტელეკომპანიას მის ოჯახთან დაკავშირებით „ფეიკის“ გავრცლებაში ადანაშაულენს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
მამუკა მდინარაძე ერთ-ერთ ტელეკომპანიას მის ოჯახთან დაკავშირებით „ფეიკის“ გავრცლებაში ადანაშაულენს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

მამუკა მდინარაძე ერთ-ერთ ტელეკომპანიას მის ოჯახთან დაკავშირებით „ფეიკის“ გავრცლებაში ადანაშაულენს

23 ივლისი, 2022

erimedia_ravk/OTDxJURVg.webp

დიდი მადლობა თქვენი მხილების ასეთი შესაძლებლობისთვის! ნამდვილად არ გავუშვებ ხელიდან! ამით საშუალება მეძლევა თქვენი მხრიდან ჩემზე და ჩემს ოჯახზე თავდასხმის მაგალითზე აბსოლუტურად ყველას გავაგებინო, რისი მკადრებლები ხართ, რადგან ამ ქვეყანაში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თქვენი კარგად შეფუთული სიბინძურის დღემდე სჯერათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე Facebook-ის გვერდზე წერს „ტვ პირველის“ მიერ დაანონსებულ სიუჟეტთან დაკავშირებით.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობის" მედიებიდან, „ტვ1“-ს აქვს როლი, იკადროს ყველაზე უკადრებელი" და დღეს ცდილობენ მისი მეუღლის მამა წარმოაჩინონ ადამიანად, რომელსაც არაფერი გააჩნდა და პოლიტიკაში მისი მოსვლის შემდეგ შეიძინა გარკვეული ქონება.

„დიდი მადლობა თქვენი მხილების ასეთი შესაძლებლობისთვის! ნამდვილად არ გავუშვებ ხელიდან! ამით საშუალება მეძლევა თქვენი მხრიდან ჩემზე და ჩემს ოჯახზე თავდასხმის მაგალითზე აბსოლუტურად ყველას გავაგებინო, რისი მკადრებლები ხართ, რადგან ამ ქვეყანაში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თქვენი კარგად შეფუთული სიბინძურის დღემდე სჯერათ.

"ნაცმოძრაობის მედიებიდან, „ტვ1“-ს აქვს როლი, იკადროს ყველაზე უკადრებელი. თქვენ წარმოიდგინეთ "მთავარი არხიც" კი არ (ან ვერ) კადრულობს ამ ხარისხის „ფეიკებს“. „ტვ1“-ის "რეალტივიზაცია" წარმატებით შედგა! შეძლეს!

დღეს ცდილობენ ჩემი მეუღლის მამა წარმოაჩინონ ადამიანად, რომელსაც არაფერი გააჩნდა და ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შეიძინა გარკვეული ქონება.

საუბარია გულივერ კუნჭულიაზე, ჩემს სიმამრზე, რომლის, როგორც მშენებლის პროფესიონალიზმზე და პროფესიულ წარმატებაზე დღემდე არავის გადაბრუნებული სიტყვა არ უთქვამს.

ზოგადი წარმოდგენისთვის, რაც მე ვიცი და უცებ მახსენდება, მისი კომპანიის ანგარიშზეა შემდეგი ობიექტები:

მთაწმინდის პარკის მშენებლობა; ბადრი პატარკაციშვილის "არკადია"; ქობულეთის პარკი; რესტორანი "არაგვი"; "გუჯარი"; "მცხეთის ღვინის პალატა"; შატო "ასკანა"; სასტუმრო "ახაშენი"; სასტუმრო "ლოპოტა"; ღვინის ქარხნები რუისპირში, ქედაში, ველისციხეში, პატარძეულში, საგურამოში და სხვა ათობით მსხვილი სამშენებლო ობიექტის მშენებლობა თუ რეაბილიტაცია.

ასეთი ადამიანის ფინანსური და ქონებრივი წარმატების ჩემზე მოწერას და მისი კომპანიის რეპუტაციის განადგურებას ცდილობენ - სიუჟეტის ანონსში ჟურნალისტი ამბობს, რომ კომპანია კოტრდება და მტკიცებულებად მოაქვს კადრები და ინტერვიუ ხის ცეხიდან

სინამდვილეში კი წარმატებული სამშენებლო ბიზნესი, წარმატებული და პროფესიონალი მშენებელი ათწლეულების განმავლობაში ნაშენები შეუბღალავი რეპუტაციით, მილიონობით ლარის ბრუნვა მის კომპანიებზე ორიათასიანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული (მაგალითისთვის, მხოლოდ მის ერთ კომპანიას ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილი აქვს 9 მილიონ ლარზე მეტი), ათეულობით სხვადასხვა სახის უძრავი ქონება მის და მისი ოჯახის წევრების სახელზე პოლიტიკაში ჩემს მოსვლამდე. მას შემდეგ კი მის მიერ ახალი შენაძენი - სამი მიწის ნაკვეთი (სამივე ნაყიდი, არც ერთი არავის უჩუქებია მისთვის!) და 263 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი დიდ დიღომში 2004 წელს შეძენილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ კორპუსში, ნაკვეთის საფასურის სანაცვლოდ, საიდანაც 136 კვ.მ. უკვე გაყიდა ბოლო პერიოდში, საგურამოს სახლების მშენებლობისთვის და ამ ყველაფრის ფონზე, ისრების ჩემკენ გადმოტანის ბინძური მცდელობა მაშინ, როდესაც თავად მე დღემდე მის მიერ 2003 წელს შეძენილ სამოთახიან ბინაში ვცხოვრობ საბურთალოს ქუჩაზე და ზაფხულობით - მის აგარაკზე საგურამოში.

„ტვ1“-მა სინამდვილეში კარგად იცის (საჯარო ამონაწერებით უმარტივესი გასარკვევია), რომ თავისი შვილებისთვის საგურამოში სახლების ასაშენებლად, (მიმდინარე შემოსავლების და საკმაოდ სოლიდური დანაზოგის გარდა) ჯამში სამი ბინა უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაყიდა.

სხვათა შორის, ჩემი სიმამრის არც ერთ კომპანიას არასდროს მიუღია მონაწილეობა არც ერთ სახელმწიფო ტენდერში.

დღეს „ფეიკის“ კლასიკა და ახალი მწვერვალი დაგვიანონსეს, მე კი ამ დრომდე ინტერვიუსთვის არავინ შემხმიანებია, ვნახოთ ეს სტატუსი რა დოზით და ფორმით მოხვდება სიუჟეტში.

  1. S. სიგარეტი ძალიან დიდი ხანია არ მომიწევია და ეს ძველი კადრები დაბლარეთ მაინც", - წერს მამუკა მდინარაძე.
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო