erimedia_ravk/aVg8fmOVR.jpeg

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მიზანი ნათელია - არ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

ამბები
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მიზანი ნათელია - არ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
ამბები

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მიზანი ნათელია - არ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

erimedia_ravk/aVg8fmOVR.jpeg
16 ნოე

ხელისუფლებას ფაქტობრივად საბოტაჟის ფონზე უწევს 12 რეკომენდაციაზე მუშაობა, ოპოზიციაზე და ენჯეოსექტორზე ოლიგარქიული გავლენების გამო, საქართველოს ევროპული მომავლისკენ სვლას ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟით პასუხობს, ხოლო ნაწილს არ ჰყოფნის იმის გამბედაობა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ენჯეოების მიერ დადგენილ ტრენდს აცდეს, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ..

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილის მიერ ოლივერ ვარჰეისთან დაკავშირებულმა განცხადებებმა აჩვენა, რატომ არ ჩაერთნენ სამუშაო ჯგუფებში და რატომ არ უჭერენ მხარს კანონპროექტებს.

„ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტზე ოპოზიციის რეაქციებმა დაადასტურა, რომ მათი მიზანია, საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. რასაც ისინი არ აღიარებდნენ ვიზელიბერალიზაციის პროცესისას, თუ როგორ დადიოდნენ ბრიუსელში კორიდორებში, რომ არ მოეცათ თავისუფალი რეჟიმი, გუშინ იმდენად აგონიაში ჩავარდნენ, რომ პირდაპირ ეთერში ანახეს ჩვენს მოსახლეობას, როგორ ებრძვიან საკუთარ ქვეყანას. გუშინ მათ ფაქტობრივად ღია ეთერებით გვაჩვენეს, როგორია მათი ტაქტიკა საქართველოს წინსვლის შესაფერხებლად – საკუთარი ქვეყნის მაქსიმალურად ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა, ყველა ევროპელზე თავდასხმა, ვინც კი რაიმე პოზიტიურს იტყვის საქართველოზე, საქართველოს მიმართ პოზიტიური გზავნილების გაჟღერებისთანავე, საკუთარი უცხოელი თანამზრახველების გააქტიურება ნეგატიური დღის წესრიგის შემობრუნებისათვის", - განაცხადა მდინარაძემ.

ოლივერ ვარჰეი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მთავრობის თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს შეხვდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო