მარაკეშთან ახლოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 1037 ადამიანია დაღუპული
9 სექ
სახელმწიფო მედიის ცნობით, მაროკოში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სულ მცირე 1037 ადამიანი დაიღუპა და 1200 კი დაშავდა.
მიწისძვრა 8 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა. როგორც მედია წერს, ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ატლასის მთებში, მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით 71 კილომეტრში (44 მილი), 18,5 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები 19 წუთის შემდეგ კვლავ განმეორდა. სტიქიამ ყველაზე მეტად სწორედ მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.