მარეკ შჩიგელი - სამხედრო აქტივობების ინტენსივობა, განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, დაკლებულია, ამას პოტენციურად ვუკავშირებთ რუსეთის ზოგიერთი ნაწილის გადაყვანას უკრაინაში

ამბები/ წყარო: 1tv.ge
მარეკ შჩიგელი - სამხედრო აქტივობების ინტენსივობა, განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, დაკლებულია, ამას პოტენციურად ვუკავშირებთ რუსეთის ზოგიერთი ნაწილის გადაყვანას უკრაინაში
ამბებიწყარო: 1tv.ge

მარეკ შჩიგელი - სამხედრო აქტივობების ინტენსივობა, განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, დაკლებულია, ამას პოტენციურად ვუკავშირებთ რუსეთის ზოგიერთი ნაწილის გადაყვანას უკრაინაში

15 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/EX47NZ7Vg.jpeg

"არსებობს ზოგიერთი ტენდენცია, რომლებიც გამოვლინდა. ჩვენი გაგებით, სამხედრო აქტივობების ინტენსივობა, განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, დაკლებულია. ჩვენ ამას პოტენციურად ვუკავშირებთ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აქტივების ზოგიერთი ნაწილის გადაყვანას უკრაინაში", – ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შჩიგელმა უპასუხა კითხვას, „მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო ომი უკრაინაში, რა შეიცვალა საქართველოში, კერძოდ, საოკუპაციო ხაზთან ახლოს და რა ცვლილებებს აკვირდებოდით რუსეთის მხრიდან“.

მარეკ შჩიგელის თქმით, განაგრძობენ სიტუაციის აქტიურ მონიტორინგს, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც შეიძლება, პოტენციურად მოხდეს დაძაბულობა ან ინციდენტები.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიის შემდეგ, ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი მონიტორინგის აქტივობები, რათა შეგვძლებოდა, გამოგვევლინა ნებისმიერი სახის ნიშანი, ხომ არ უარესდება სიტუაცია. ამ დრომდე სიტუაციას ვაფასებთ, როგორც შედარებით სტაბილურს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა,ზოგადი გეოპოლიტიკური კონტექსტი ჩვენგან მოითხოვს, რომ შევინარჩუნოთ სიფხიზლე და მოქნილობა. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ სიტუაციის აქტიურ მონიტორინგს, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომელზეც შეიძლება, პოტენციურად მოხდეს დაძაბულობა ან ინციდენტები. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სამხედრო აქტივობებსა და უსაფრთხოების აქტივობებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან, ან უფრო ღრმად ამ რეგიონების შიგნით. ცხადია, არსებობს ზოგიერთი ტენდენცია, რომლებიც გამოვლინდა. ჩვენი გაგებით, სამხედრო აქტივობების ინტენსივობა, განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, დაკლებულია. ჩვენ ამას პოტენციურად ვუკავშირებთ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აქტივების ზოგიერთი ნაწილის გადაყვანას უკრაინაში“, – განაცხადა მარეკ შჩიგელმა.

ამასთან, მარეკ შჩიგელი ამბობს, რომ იგივე შეიძლება, ითქვას აფხაზეთის შემთხვევაშიც. მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენლობის კლება გამოიხატება წელს გამართულ უფრო ნაკლებ სამხედრო წვრთნებში.

შჩიგელის განცხადებით, ზოგადად, სადამკვირვებლო მისიას არ დაუფიქსირებია უკრაინაში ომის შედეგად ისეთი სიგნალები, რომლებიც აჩვენებდა სიტუაციის გაუარესებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ.

„იგივე შეიძლება, ითქვას აფხაზეთის შემთხვევაშიც. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენლობის კლება გამოიხატება წელს გამართულ უფრო ნაკლებ სამხედრო წვრთნებში. ამავე დროს, ჩვენ დავაფიქსირეთ ბორდერიზაციის აქტივობების იგივე ტემპი, როგორც ეს არის ხოლმე. ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა რუსი მესაზღვრეების უფრო ინტენსიური ყოფნა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, რასაც ჩვენ აღვიქვამთ, როგორც დემონსტრაციულს ანუ ხილვად ყოფნას. ისინი ცდილობენ, წარმოდგენილი იყვნენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, რათა აჩვენონ, რომ ისინი აკონტროლებენ ამ ზოლს. თუმცა, ზოგადად, ჩვენ არ დაგვიფიქსირებია უკრაინაში ომის შედეგად ისეთი სიგნალები, რომლებიც აჩვენებდა სიტუაციის გაუარესებას, მაგრამ სიტუაცია არის დინამიური და ჩვენ ასევე, ვცდილობთ შევაფასოთ, როგორი იქნება მოვლენების სამომავლო განვითარება უსაფრთხოების სიტუაციის კუთხით ადგილზე და ასევე, ვცდილობთ, დავადგინოთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გრძელვადიანი შედეგები“, – აღნიშნა მარეკ შჩიგელმა.

ავტორი - ლევან ახალაია, თათია მაყაშვილი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო