მარია ზახაროვა - დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე კომპეტენტური ორგანოების მიერ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეიძლება, ვისაუბროთ კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე
21 აგვისტო, 2022

დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე კომპეტენტური ორგანოების მიერ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეიძლება, ვისაუბროთ კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„უკრაინული კვალი თუ დადასტურდა – და ეს ვერსია გააჟღერა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა, რომელიც უნდა გადამოწმდეს კომპეტენტური ორგანოების მიერ, მაშინ უნდა ვისაუბროთ კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე“, – წერს ზახაროვა.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ ასეთი ვარაუდის ლეგიტიმურობის დასადასტურებლად საკმარისი ფაქტებია დაგროვებული.
ავტორი - გიორგი აფხაიძე
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
