მარია ზახაროვას განცხადებით, ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინის სიტყვების არასწორი ციტირება მოახდინა
22 სექტემბერი, 2022
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა „უხამსი“ იყო, რადგან მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვების არასწორი ციტირება მოახდინა.
„რაც შეეხება შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლას, აბსოლუტურად უხამსად მიმაჩნია, რითაც ის დაიწყო. საქმე იმაშია, რომ მან დაიწყო ვითომ რუსეთის პრეზიდენტის ციტირებით და რუსეთის პრეზიდენტს მიაწერა სიტყვები, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება“, - აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, ბაიდენისა და დასავლური მედიის პროპაგანდა „ეწინააღმდეგება იმას, რაც რეალურად ითქვა“.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინმა ევროპის მიმართ ღია ბირთვული მუქარა გააჟღერა.