erimedia_ravk/B0FzIDESR.webp

მარიამ ლაშხი - ისტორიაში ალბათ, პირველი პრეცედენტია, როდესაც დასაბუთების გარეშე ვეტო წარედგინა პრეზიდენტის ინსტიტუციიდან პარლამენტს

ამბები
მარიამ ლაშხი - ისტორიაში ალბათ, პირველი პრეცედენტია, როდესაც დასაბუთების გარეშე ვეტო წარედგინა პრეზიდენტის ინსტიტუციიდან პარლამენტს
ამბები

მარიამ ლაშხი - ისტორიაში ალბათ, პირველი პრეცედენტია, როდესაც დასაბუთების გარეშე ვეტო წარედგინა პრეზიდენტის ინსტიტუციიდან პარლამენტს

erimedia_ravk/B0FzIDESR.webp
18 მაი

ისტორიაში ალბათ, პირველი პრეცედენტია, როდესაც დასაბუთების გარეშე ვეტო წარედგინა პრეზიდენტის ინსტიტუციიდან პარლამენტს, - განაცხადა პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

მარიამ ლაშხმა აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტზე მუშაობისთვის იყო ორთვიანი ვადა.

„პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო გზა არის ლეგიტიმური, შინაარსობრივი რეკომენდაციები, რომლის ასახვა, თუ ფუნდამენტზე იქნება საუბარი, მოხდეს კანონში და ასე მიღება, რაზეც რეალურად იყო ორთვიანი ვადა. ეს კანონი არ იყო დაჩქარებული წესით მიღებული. როგორც მოსახლეობის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლობას ჰქონდა იმის შანსი, რომ ჰქონოდათ შინაარსობრივი შენიშვნები“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებით უცხოელ პარტნიორებსაც გაუცრუა იმედი.

„დღესაც იყო ამის შესაძლებლობა, როდესაც, სამწუხაროდ, უქმეებზე ქალბატონმა სალომემ ვეტო დაადო და ისტორიაში ალბათ, პირველი პრეცედენტია, როდესაც დასაბუთების გარეშე ვეტო წარედგინა პრეზიდენტის ინსტიტუციიდან პარლამენტს. ამაშიც, სამწუხაროა, რომ ის პირველია და ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა. ამით მან ხაზი გადაუსვა შესაძლებლობებს და ერთგვარად ჩაწყნარებული პროვოკაციები გააცოცხლა. მან ასევე, პარტნიორებსაც გაუცრუა იმედი, რომ შინაარსობრივი დასაბუთება ვეტოს ფარგლებში ყოფილიყო განხილული, ამასაც მოუკლა პერსპექტივა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დღეს დაადო.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო