მარიუშ ბლაშჩაკი - მოლოდინი არ გამართლდა, გერმანიამ, რომელსაც პოლონეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი 250 ტანკი უნდა ჩაენაცვლებინა, სანაცვლოდ მხოლოდ 20 ტანკი შემოგვთავაზა

ამბები/ წყარო: rmx.news
მარიუშ ბლაშჩაკი - მოლოდინი არ გამართლდა, გერმანიამ, რომელსაც პოლონეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი 250 ტანკი უნდა ჩაენაცვლებინა, სანაცვლოდ მხოლოდ 20 ტანკი შემოგვთავაზა
ამბებიწყარო: rmx.news

მარიუშ ბლაშჩაკი - მოლოდინი არ გამართლდა, გერმანიამ, რომელსაც პოლონეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი 250 ტანკი უნდა ჩაენაცვლებინა, სანაცვლოდ მხოლოდ 20 ტანკი შემოგვთავაზა

31 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/9hkmguWVR.jpeg
ფოტო: AP Photo

„პოლონეთმა უკრაინას 250 ტანკი გაუგზავნა, ხოლო, გერმანიამ დაპირება, რომ ამ ტანკებს ჩაანაცვლებდა, არ შეასრულა და შესაბამისად, პოლონეთის მოლოდინები არ გამართლდა“ - ამის შესახებ გაზეთ „პოლსკა ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

„მე ჩემს გერმანელ კოლეგას, კრისტინა ლამბრეხტს ღიად ვუთხარი, რომ ჩვენ სულ მცირე ერთი სატანკო ბატალიონით მაინც ვართ დაინტერესებულები, რომელიც დასავლეთ ევროპის სტანდარტით 44 მანქანას შეადგენს. ჩვენ კი სანაცვლოდ 20 ტანკი შემოგვთავაზეს, რომელთაგან პირველი მხოლოდ მომავალ წელს ჩამოვიდოდა. ეს შეთავაზება ჩვენს მოლოდინებს არ შეესაბამება და ყოვლად უსარგებლოა“, – თქვა ბლაშჩაკმა.

თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ ლამბრეხტს წერილობით უპასუხა, სადაც განაცხადა, რომ პოლონეთი გერმანიისგან მთლიანი სატანკო ბატალიონის მიღებას იმედოვნებდა. ბლაშჩაკმა აღნიშნა, რომ თუ გერმანია მხოლოდ 20 მანქანას გამოგზავნის, ეს დიდად ვერ შეცვლის არსებულ ვითარებას. „თუმცა, ჩვენ გერმანიის ლოდინის იმედად არ ვართ და თავად დავიწყებთ ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას“, – თქვა ბლაშჩაკმა.

მისივე განცხადებით, ამერიკული Abrams-ის პირველი ტანკები, რაც შედარებით ძველი მოდელია, პოლონეთში მომავალ წელს ჩავა. გარდა ამისა, ბლაშჩაკის თქმით, წელს პოლონეთის ჯარი თანამედროვე K2 ტიპის კორეულ ტანკებსაც მიიღებს.

ბლაშჩაკი ასევე ფიქრობს, რომ გერმანიის პოლიტიკა საშიშია ევროპისთვის და პუტინს საშუალებას აძლევს დააფინანსოს თავისი არმია. ”გერმანიის პოლიტიკა ეფუძნება რუსეთთან ბიზნესის კეთებას და ნამდვილად არ იძლევა ჩვენი უსაფრთხოების გარანტიას”, - თქვა მან.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი გერმანიის პოლიტიკას იმედგაცრუებად მიიჩნევს, „მაგრამ ქვეყნის ამგვარი პოლიტიკა, სამწუხაროდ, არ დაწყებულა გუშინ, ოლაფ შოლცის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ქვეყნის პოლიტიკა ჯერ კიდევ ანგელა მერკელის კანცლერობის დროს იყო იმედგაცრუებით სავსე,“ - განაცხადა მან.

ბლაშჩაკის თქმით, პოლონეთის ოპოზიცია თავისი პოზიციების განტკიცებას გერმანიასთან დაახლოებით ცდილობდა, თუმცა, ეს პოლიტიკა არ უწყობს ხელს ხალხის დაცვას.

”გერმანიის პოლიტიკა ორიენტირებულია რუსეთთან ბიზნესის კეთებაზე”, - თქვა ბლაშჩაკმა და დასძინა, რომ პოლონეთის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია არის მისი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატო-სთან და პოლონეთის შეიარაღებული ძალების პოტენციალის გაზრდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო