მარკ დემესმაეკერი - პარლამენტში რამდენიმე დისკუსიამ დაგვანახა პოზიტიური პერსპექტივა რეკომენდაციების შესრულების მხრივ, სამუშაო რთულია, მაგრამ წევრებმა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ, ჩაეტიონ დროში

ამბები/ წყარო: 1tv.ge
მარკ დემესმაეკერი - პარლამენტში რამდენიმე დისკუსიამ დაგვანახა პოზიტიური პერსპექტივა რეკომენდაციების შესრულების მხრივ, სამუშაო რთულია, მაგრამ წევრებმა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ, ჩაეტიონ დროში
ამბებიწყარო: 1tv.ge

მარკ დემესმაეკერი - პარლამენტში რამდენიმე დისკუსიამ დაგვანახა პოზიტიური პერსპექტივა რეკომენდაციების შესრულების მხრივ, სამუშაო რთულია, მაგრამ წევრებმა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ, ჩაეტიონ დროში

19 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/nMeP-p74R.jpeg

დღეს რამდენიმე დისკუსია გვონდა, რამაც დაგვანახა პოზიტიური პერსპექტივა, სამუშაო რთულია, მაგრამ წევრებმა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ, ჩაეტიონ დროში, – ამის შესახებ ბელგიის საპარალმენტთაშორისო კავშირის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, სენატორმა მარკ დემესმაეკერმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი და საქართველოს პარლამენტი ძალიან ზრუნავენ ევროპულ პერსპექტივაზე.

„ეს არის მრავალპარტიული დელეგაცია ბელგიის პარლამენტიდან. ურთიერთობები საქართველოსთან ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს, განსაკუთრებით, ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც ძალიან გამომწვევია. ვიცით, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს პარლამენტი ძალიან ზრუნავენ ევროპულ პერსპექტივაზე, აქ ვართ მხარდასაჭერად და პრაქტიკის გასაზიარებლად. საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა, მას ჯერ არ აქვს ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატის სტატუსი, მაგრამ კარი ღია რჩება და ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი იმ რეკომენდაციების განსახორციელებლად, რომლებიც გაიცა ევროკავშირის საბჭოს და ევროკომისიის მხრიდან. ასე რომ ჩვენ აქ ვართ ამის განსახილველად, სოლიდარობის, მხარდაჭერის, საქართველოს პერსპექტივის მიმართულებით, ასევე, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ვადები საკმაოდ შემჭიდროებულია. რამდენიმე დისკუსია უკვე გვქონდა დღეს, რამაც დაგვანახა პოზიტიური პერსპექტივა. სამუშაო რთულია, მაგრამ წევრებმა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ, ჩაეტიონ დროში. ვიმედოვნებთ, ისინი მოახერხებენ ვადებში ჩატევას. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად“, – განაცხადა მარკ დემესმაეკერმა.

საქართველოს ბელგიის სამეფოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი სტუმრობს. საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრები უკვე შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, თავდაცვის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეებს. დღესვე დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან.

ავტორი - გიორგი აფხაიძე, სოფიო დემეტრაშვილი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო