მარნეულში ჭაში ორი ადამიანი ჩავარდა და დაიღუპა
31 ივლისი, 2022
მარნეულში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საკანალიზაციო ჭაში 2 პირი ჩავარდა.
არსებული ცნობით, მუშა, რომელიც ერთ-ერთი სახლის ეზოში არსებული კანალიზაციის ჭას ასუფთავებდა, ჭაში ჩავიდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო, სახლის მეპატრონე კი მისი გადარჩენის მიზნით ჩავიდა, თუმცა ამოსვლა ვერც მან მოახერხა.
არსებული ინფორმაციით, ისინი ჭიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.
ორივე გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.
არსებული ცნობით, ორივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შსს-ში ცდილობს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო