მაროკოში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა - 50,4 გრადუსი დაფიქსირდა
ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მაროკოში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც მაროკოში ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა და რეკორდული 50,4 გრადუსი შეადგინა.
აღნიშნული მაჩვენებელი მეტეოროლოგიურმა სადგურმა მაროკოში, სამხრეთ სანაპირო ქალაქ აგადირში პარასკევს დააფიქსირა. სიცხემ ბოლო დღეებში ჩრდილოეთ მაროკოში ტყის ხანძრები გამოიწვია, რამაც ხეების საფარი დააზიანა, თუმცა, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც მედია წერს, ეს საგანგაშო რეკორდული ტემპერატურა კლიმატის ცვლილების შედეგებზე მოწმობს, რასაც ასევე ექნება გავლენა ამინდზე მთელს მსოფლიოში.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო